"აშშ-ის თავდასხმამ ირანის ბირთვული პროგრამა გაანადგურა", - ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეტევის მიზანი იყო ირანის ბირთვული შესაძლებლობები დაქვეითება და განადგურება.
ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ირანელ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ამერიკის შეტევას გავლენა არ მოუხდენია.
"აშშ-ის არაერთი პრეზიდენტი ოცნებობდა ირანის ბირთვული პროგრამისთვის საბოლოო დარტყმის მიყენებაზე, მაგრამ ტრამპამდე ეს ვერავინ შეძლო. ირანზე ოპერაცია იყო "თამამი და ბრწყინვალე
როდესაც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს, მსოფლიომ უნდა მოუსმინოს მას. აშშ-ს გარდა სხვა არც ერთ ქვეყანას არ შეეძლო ამის გაკეთება“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.