ბიანკა ცენსორი ნიუ-იორკის ქუჩებში კვლავ გამომწვევი სამოსით გამოჩნდა. მეუღლე ქანიე უესტთან სეირნობისას 30 წლის ავსტრალიელ არქიტექტორს შავი, გამჭვირვალე ზედა და მოკლე შორტები ეცვა.
48 წლის რეპერიც მთლიანად შავ სამოსში იყო გამოწყობილი და მზის სათვალე ეკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ბოლო პერიოდში კონფლიქტი არ ჰქონია, წლის დასაწყისში მათი ურთიერთობა ბეწვზე ეკიდა: "ის შესანიშნავი ცოლი და შესანიშნავი თანამშრომელი იყო, ბევრი გიჟური რამ გამოიარა, მაგრამ ეს შესაძლოა მისთვისაც კი რთული აღმოჩნდეს",- განუცხადა წყარომ Page Six-ს რამდენიმე თვის წინანდელ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რაც უესტის მიერ სვასტიკის გამოსახულებიანი პროდუქციის გაყიდვას მოჰყვა.

წყვილი ერთმანეთს გრემის დაჯილდოებაზე გამოჩენიდან მალევე დაშორდა, თუმცა ისინი აპრილში, დაშორებიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ კვლავ შერიგდნენ.

წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა