უკრაინაში დაიღუპა ცნობილი ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ.
“მომენატრები ძია! ძალიან მომენატრები,“ - წერს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
“მძიმე დღე გვაქვს - უკრაინაში დაიღუპა (არასაბრძოლო ვითარებაში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო) ცნობილი ქართველი მებრძოლი და პატრიოტი, ვანო ნადირაძე… დიდება გმირებს,“ - აღნიშნულია პლატფორმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვანო ნადირაძე დაიღუპა - ჩვენი თანამებრძოლი და ახლო მეგობარი.
ვანოსგან სადღაც 19 კილომეტრში ვიმყოფებოდით, როდესაც ლოკაცია ჩამიგდო და მომწერა ცუდად ვარო, დახმარება მთხოვა. პირველი რაც გავაკეთეთ, დავურეკე სასწრაფოს ამ ლოკაციაზე რომ მოსულიყო და მაქსიმალური სისწრაფით წამოვედით. მოვედით და სამწუხაროდ ვანო დაღუპული დაგვხვდა.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს,“ - ამბობს ვიდეოში ვანო ნადირაძის თანამებრძოლი.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
იხილეთ ასევე: