"ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დიდი დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა დაისაჯოს", - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის X -ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა გუშინ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.