რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები“, - აღნიშნა მინისტრმა.
თავდასხმის შედეგად ასევე დაზარალდა პოდოლსკის, გოლოსეევსკის, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და დარნიცკის რაიონები.