ავტორი:

რუსეთში დააკავეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ადგურ არძინბა

რუსეთში დააკავეს  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ადგურ არძინბა

რუსეთში ორი კვირით დააკავეს აფხაზი ოპოზიციონერი და ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ადგურ არძინბა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის არხი RESPUBLICA ადასტურებს,

"ადგურ არძინბა 21 ივნისს დაიბარეს ადლერის რაიონის პოლიციის სამმართველოში. გამოძიება ედავება, რომ 2025 წლის აპრილში. მდინარე ფსოუს გასწვრივ მანქანით სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა ისე, რომ არ ჰქონდა მართვის მოწმობა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აფხაზეთში ე.წ. ოპოზიცია ამას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოპოზიციონერ კახა კვარჩიას და ლევან მიქავას, რომლებიც არძინბასთან ერთად ხელმძღვანელობდნენ აფხაზეთში საპროტესტო აქციებს, რასაც 2014 წელს ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.