სირიაში, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. თავდასხმა დამასკოს გარეუბანში, დვეილაში, მარ ელიას ეკლესიაში მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნურედინ ალ-ბაბამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიება ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოზე“ მიუთითებს. სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი შეიარაღებული პირი ეკლესიაში შევიდა, იქ მყოფ ადამიანებს ესროლა და შემდეგ თავი აიფეთქა.
"მორწმუნეთა შეკრების ადგილების უსაფრთხოება წითელი ხაზია“, - თქვა მან და დასძინა, რომ "ისლამური სახელმწიფო“ და ასადის გადაყენებული მთავრობის დარჩენილი წევრები სირიის დესტაბილიზაციას ცდილობენ.
სირიის ინფორმაციის მინისტრმა ჰამზა მოსტაფამ შემთხვევა დაგმო და მას ტერორისტული თავდასხმა უწოდა.