ავტორი:

ტურისტული ნავის ჩაძირვა მსხვერპლით დასრულდა - მაშველები დაღუპულებს ამ დრომდე ეძებენ

ტურისტული ნავის ჩაძირვა მსხვერპლით დასრულდა - მაშველები დაღუპულებს ამ დრომდე ეძებენ

აშშ-ში, ტაჰოს ტბაზე ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 დაკარგულად ითვლება. სანაპირო დაცვის ცნობით, ნავის ჩაძირვის მიზეზი უამინდობა და ძლიერი ქარი გახდა.

  • ელ დორადოს ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით, წყლიდან ორი გადარჩენილი ამოიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სამაშველო ჯგუფები დაღუპულების ძებნას აგრძელებენ.

შერიფის ოფისის ცნობით, ნავის გადაბრუნების შესახებ საგანგებო გამოძახება ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დაფიქსირდა. შაბათს, შუადღისას ტემპერატურა თითქმის ნულამდე დაეცა, რამაც ტბის გარშემო მდებარე სიერას მთებში წვიმა და თოვლი გამოიწვია. ოფიციალური პირების თქმით, შტორმის შედეგად რამდენიმე ნავი დაზიანდა.

San Francisco Chronicle-ის ცნობით, ავარიის ადგილი კლდოვანი სტრუქტურის მახლობლად მდებარეობს. ტაჰოს ტბა ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ალპური ტბაა. კალიფორნიის უნივერსიტეტის მონაცემებით, მისი საშუალო სიღრმე 300 მეტრია.

წყარო