ავტორი:

"ექსტრემალური სცენარი“ - ჩაკეტავს თუ არა ირანი ჰორმუზის სრუტეს და ვინ დაზარალდება ამით ყველაზე მეტად?

"ექსტრემალური სცენარი“ - ჩაკეტავს თუ არა ირანი ჰორმუზის სრუტეს და ვინ დაზარალდება ამით ყველაზე მეტად?

ჰორმუზის სრუტეზე, რომლის ჩაკეტვაც ირანმა მისი ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ დააანონსა, ყოველდღიურად, დაახლოებით, 3000 გემი, ანუ მსოფლიოს ნავთობპროდუქტების მეოთხედი გადის.

  • სრუტის სიგანე ყველაზე ვიწრო წერტილში მხოლოდ 40 კმ-ია, თუმცა მასზე გადაზიდვების ნებისმიერმა შეფერხებამ გლობალურ ნავთობმიწოდებაში შესაძლოა, სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს, რაც ფასებზე დაუყოვნებლივ აისახება - ამის შესახებ BBC წერს.

კერძოდ, ჰორმუზის სრუტე ერთმანეთისგან ირანსა და ომანს ჰყოფს. შესასვლელსა და გასასვლელში მისი სიგანე, დაახლოებით, 50 კმ, ხოლო ყველაზე ვიწრო (40 კმ) შუა ნაწილია. ამასთან, დიდი გემებისთვის სრუტეს მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში აქვს საკმარისი სიღრმე.

ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეს ომანის ზღვასთან, შემდეგ კი ღია ოკეანესთან აკავშირებს. Bloomberg-ის მონაცემებით, ყოველდღიურად სრუტის გავლით ირანიდან, ერაყიდან, ქუვეითიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის, დაახლოებით, მეოთხედი ხორციელდება. Financial Times-მა ეს მაჩვენებელი 21%-ით შეაფასა... წაიკითხეთ ვრცლად