"ვიდრე მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასსა და ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, მარტა კოსს მიმართავს.
"ტერორი საქართველოში: სანამ მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს:
ოთხი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ოთხი სასჯელის მოლოდინშია, პრემიერ-მინისტრი კობახიძე კი საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს: "ყველა ციხეში“! - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.