ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მოსკოვში გაგზავნა, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის მხრიდან დამატებითი დახმარება ეთხოვა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შემდეგ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ირანული წყაროების ცნობით, ირანი რუსეთის მხარდაჭერით, ჯერჯერობით, აღფრთოვანებული არ არის და ქვეყანას სურს, რომ პუტინმა მეტი გააკეთოს მის მხარდასაჭერად ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
ამასთან, გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს, თუ რა დახმარება სურს თეირანს.
შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მოსკოვში იმყოფება, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.