ავტორი:

"მხედველობის პრობლემა პატიმრობის პირობებში კრიტიკულად გაუარესდა მარჯვენა თვალზე 10%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0,04" - გელა მთივლიშვილი მზია ამაღლობელის შესახებ

"მხედველობის პრობლემა პატიმრობის პირობებში კრიტიკულად გაუარესდა მარჯვენა თვალზე 10%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0,04" - გელა მთივლიშვილი მზია ამაღლობელის შესახებ

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, პატიმრობის პირობებში "ნეტგაზეთისა" და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს მხედველობის პრობლემა კრიტიკულად გაუუარესდა. ცნობისთვის, მოსამართლემ დღეს მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

"საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო სხდომაზე - მზიას ისედაც ჰქონდა მხედველობის პრობლემა, რაც პატიმრობის პირობებში კრიტიკულად გაუარესდა.

სამედიცინო დასკვნით, მას მარჯვენა თვალზე მხოლოდ 10%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი 0,04 (სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეზე).

თუ დაპატიმრებამდე ჩატარებული კვლევებით, რაც დოკუმენტურად დასტურდება, სამედიცინო ჩარევით მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესება შესაძლებელი იყო (მარჯვენა თვალზე 90%-მდე), ახლა აღარ!

ეს არის წამება და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობთ, “პოლიციელი”, “პროკურორი”, “მოსამართლე”, გადაწყვეტილების მიმღებები, პასუხს აგებთ საკუთარი თავით!" - წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი.