ავტორი:

თბილისში თოდუას კლინიკის მხარდაჭერით „ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის“ პირველი ნაციონალური კონგრესი ტარდება

თბილისში თოდუას კლინიკის მხარდაჭერით „ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის“ პირველი ნაციონალური კონგრესი ტარდება

თანამედროვე მედიცინისთვის ონკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე რთულ და დინამიურად განვითარებად მიმართულებას წარმოადგენს, რაც მკურნალობის მიდგომების მუდმივ გადახედვასა და განახლებას მოითხოვს. ამ ცვლილებების ეპიცენტრშია მოლეკულური დიაგნოსტიკა - მეთოდი, რომელიც ზუსტ, პერსონალიზირებულ და შედეგეზე ორიენტირებულ სტრატეგიებს ჰქმნის. სწორედ მრავალსაფეხუროვან და დეტალურ გენეტიკურ ანალიზებზე დაყრდნობით ხდება პერსონალიზირებულად შერჩეული თერაპიის დაგეგმვა, რაც პირდაპირ აისახება პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის და ხარისხის გაუმჯობესებაზე.

თოდუას კლინიკა ერთ-ერთი პირველი იყო ვინც საქართველოში მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია დააარსა და დღესაც მაღალი ხარისხის კვლევებისა და დიაგნოსტიკური სერვისების განვითარებას სამედიცინო ცენტრის ვერის ფილიალში განაგრძობს.

სწორედ ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის მიმართულებით არსებული თანამედროვე სამედიცინო გამოწვევები და მიღწევები იქნება 28-29 ივნისს, თბილისში, 300-ზე მეტი ექიმის შეკრების მიზეზი.

ღონისძიება ერთ სივრცეში აერთიანებს ქართველ და უცხოელ მედიკოსებს, მათ შორის — ონკოლოგიის,ონკოქირურგიის ,რადიაციული ონკოლოგიის , ჰემატოლოგიისა და გენეტიკური კვლევის საერთაშორისო დონის ექსპერტებსა და წამყვან სპეციალისტებს.

საერთაშორისო მასშტაბს კიდევ უფრო აძლიერებს ევროპის ონკოლოგიის სკოლის (ESO) ერთ-ერთი დირექტორის, შვეიცარიელი პროფესორ ალექსანდრუ ენიუს სტუმრობა , რომელიც მოხსენებას ადრეული სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დეესკალაციის სტრატეგიებზე წარადგენს. მისი ჩართულობა ქართული ონკოლოგიის საერთაშორისო დონეზე ინტეგრაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

ორდღიანი კონგრესი 9 თემატურ პანელს და 50-მდე მოხსენებას მოიცავს. განხილვის ცენტრში მოექცევა HR+HER2-სარძევე ჯირკვლის მკურნალობის თანამედროვე მიღწევები, ონკოლოგიურ კვლევაში ინოვაციები და კიბოსთან ასოცირებული თრომბოზის მართვის მეთოდები.

თოდუას კლინიკა საქართველოს ონკოლოგიის სკოლასთან ერთად სამეცნიერო ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებს. მიზანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ონკოლოგიური მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაა. ამჟამინდელი ორგანიზატორი საქართველოს ონკოლოგიის სკოლის დამფუძნებელი ელენე მარიამიძე და საქართველოს მოლეკულური დიაგნოსტიკის ასოციაციის თავმჯდომარე ანა ფანცულაია არიან.

კონგრესი მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც საქართველოს ონკოლოგიური მედიცინის განვითარებისთვის, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. იგი უწყობს ხელს სამეცნიერო ცოდნის სინთეზს და კვლევებზე დაფუძნებული მიდგომების კლინიკურ პრაქტიკაში ინტეგრაციას.

თოდუას კლინიკა, როგორც ონკოლოგიური განათლებისა და კვლევის ერთ-ერთი ლიდერი, ყოველწლიურად ატარებს მაღალი დონის სამეცნიერო ღონისძიებებს ონკოლოგიის სკოლასთან ერთად. მოლეკულური დიაგნოსტიკა, რომელიც დღეს უკვე ონკოლოგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, კლინიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

ღონისძიებაში მონაწილე ექიმებს შეხვედრის დასრულების შემდეგ მიენიჭებათ უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) კრედიტ-ქულა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! გადადით სარეგისტრაციო ბმულზე.

R