ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში მივიდა

სალომე ზურაბიშვილი "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში მივიდა

"ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდა. პარტიის ოფისში ასევე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ასევე "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, "ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.