ავტორი:

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს - მათ სამართალდამცავებმა ხელბორკილები “ლელო ძლიერი საქართველოს“ ოფისში დაადეს (ფოტო/ვიდეო)

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს - მათ სამართალდამცავებმა ხელბორკილები “ლელო ძლიერი საქართველოს“ ოფისში დაადეს (ფოტო/ვიდეო)

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამართალდამცავებმა ხელბორკილები “ლელო ძლიერი საქართველოს“ ოფისში დაადეს.

ადგილზე შეკრებილები არიან ლიდერების მხარდაჭერები, პოლიტიკოსები, ადგილზე იმყოფება ასევე, მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აკერძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

  • “საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ ბრალდებულთათვის ცნობილი იყო, თუ რის საფუძველზე და რატომ იბარებდნენ მათ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და როდის უნდა მისულიყვნენ იქ,“ - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა პროკურორმა მარიამ მეშველიანმა სასამართლო ს ხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მეშველიანმა აღნიშნა, ბრალდებულებისთვის ასევე ცნობილი იყო იმ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებაც, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდათ.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი

იხილეთ ასევე: