ავტორი:

ირანმა კატარსა და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა - კატარი აცხადებს, რომ რაკეტები გაანეიტრალა: რა ხდება ცნობილი

ირანმა კატარსა და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა - კატარი აცხადებს, რომ რაკეტები გაანეიტრალა: რა ხდება ცნობილი

ირანმა კატარში და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა კატარში მდებარე ალ-უდეიდას ავიაბაზის მიმართულებით 6 რაკეტა, ხოლო ერაყში მდებარე აინ ალ-ასადის ბაზის მიმართულებით ერთი რაკეტა გაუშვა. Reuters-ის ცნობით, კატარის დედაქალაქ დოჰას ცაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.

ერაყში, აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.

  • კატარის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა.

იერიშის შედეგად აშშ-ის ავიაბაზაზე არავინ დაშავებულა. ამასთან, კატარი აცხადებს, რომ აშშ-ის ალ-უდეიდას ავიაბაზაზე თავდასხმის შემდეგ უფლებას იტოვებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ირანს უპასუხოს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, კატარში მდებარე ალ-უდეიდის ავიაბაზაზე „ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო შეტევა“ განახორციელეს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას არასდროს დატოვებს უპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.