საქართველოში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ომი გაგრძელდება ყველა ობიექტის განადგურებამდე, რომელიც უკავშირდება ატომურ ენერგიასა და ბალისტიკურ შესაძლებლობებს.
„მე შემიძლია ჩემი პრემიერის განცხადება მოვიყვანო, ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა მსგავსი ობიექტი არ განადგურდება, ეს შეეხება ატომურ ენერგიას და ბალისტიკურ შესაძლებლობებს. ირანმა განიცადა საკმაოდ დიდი დაზიანება. ეს იყო ამერიკის ზუსტი თავდასხმა. რა თქმა უნდა, ინფორმაცია გავიგე, რომ მათ კატარში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა განახორციელეს და უნდა დავსვათ კითხვა, განიცადა თუ არა ირანმა დიდი დანაკარგები? რაც შემიძლია ვთქვა არის ის, საკმაოდ დიდი დარტყმა განიცადეს და ისინი ძალაგამოცლილები არიან“, - განაცხადა ელჩმა.