არსებული ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში აქტივისტები ავრცელებენ.
ასევე, სოციალურ ქსელში გვერდი - "protest24" ზვიად რატიანის დაკავების კადრებს ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს და გადაიყვანეს.