ავტორი:

შსს-ს ინფორმაციით, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

  • როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რატიანი პარლამენტის მიმდებარედ 23 ივნისის ღამით დააკავეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით მამაგეიშვილი აცხადებს, რომ რატიანმა პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: „პოლიციის თანამშრომელთან მივიდა და ხელი დაარტყა, სრულიად უმიზეზოდ“, - აცხადებს მამაგეიშვილი.