ავტორი:

დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვიცაა: რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს - ცნობები ცხელი წერტილიდან

დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვიცაა: რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს - ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქის ერთ-ერთ სოფელს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • "გვაქვს ინფორმაცია სამი გარდაცვლილის შესახებ. მათ შორის 8 წლის ბიჭია. მისი ცხედარი დანგრეული სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ასევე დაიღუპნენ კაცი და ქალი“, - აღნიშნა ოლეგ გრიგოროვმა.

მისივე თქმით, ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

"სახლები დაინგრა და დაზიანდა. დარტყმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მაშველები, ექიმები და ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. ადამიანებს საჭირო დახმარება გაეწევა“, - აღნიშნა ოლეგ გრიგოროვმა.