ფლორენციის უფიზის გალერეის განცხადებით, მუზეუმის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა მე-18 საუკუნის ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი დააზიანა. როგორც ცნობილია, ტურისტი სელფის გადაღების დროს წაბორძიკდა.
მუზეუმის განმარტებით, დაზიანების სწრაფად აღდგენა შესაძლებელია, თუმცა მომავალში ვიზიტორების ქცევაზე შეზღუდვები აუცილებლად დაწესდება.
"მუზეუმებში სოციალური მედიისთვის სელფების გადასაღებად ჩამოსული ვიზიტორების პრობლემა ფართოდაა გავრცელებული. დავაწესებთ ძალიან ზუსტ შეზღუდვებს, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი ქცევა, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ინსტიტუტების წესებს და შეურაცხყოფას აყენებს კულტურულ მემკვიდრეობას“, - დასძინა მან.
გამოფენა, რომელიც დაახლოებით 150 ხელოვნების ნიმუშისგან შედგებოდა, ინციდენტის შემდეგ დაიხურა. ამ პერიოდში ნახატს რესტავრირება ჩაუტარდება და გამოფენისთვის კვლავ მზად იქნება.