თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი ინფექციური მიმართულებებით აქტიურ სეზონს სიახლით ხვდება. გუნდს ინფექციური დაავადებების მართვის დარგში წამყვანი სპეციალისტი, ექიმი პაატა ვეფხვაძე შეუერთდა. ათწლიანი კლინიკური გამოცდილებით ექიმი აქტიურად არის ჩართული როგორც მწვავე ვირუსული პათოლოგიების, ისე უცნობი წარმოშობის ცხელებების დიაგნისტიკასა და მართვაში.
კოვიდ-პანდემიის პერიოდში პაატა ვეფხვაძე ფრონტის წინა ხაზზე იდგა, სადაც მისი დიაგნოსტიკური ალღო და მკურნალობის სწორი სტრატეგიები გამოჯანმრთელებაში არაერთ პაციენტს დაეხმარა.ის იყო ერთ-ერთი ვინც ქვეყანაში პირველი კოვიდ პაციენტი მიიღო და მის გამოჯანმრთელებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
მისი პროფესიული ბიოგრაფია უკვე მრავალ განსაკუთრებულ შემთხვევას აერთიანებს . ერთ-ერთი ასეთი იყო 13 წლის მოზარდის შემთხვევა, რომლის მართვაშიც ოჯახმა მისი ჩართვა ფაქტობრივად ქირურგიული ოპერაციიის მაგიდასთან გადაწყვიტა და პაციენტის გამოჯანმრთელება ოპერაციული ჩარევის გარეშე შეძლო.
მოზარდს 10 დღის განმავლობაში ცხელება და ყბისქვეშა არეში მკვეთრი შეშუპება აღენიშნებოდა, რის ფონზეც ტკივილის გამო ვერ საუბრობდა , ვერ იკვებებოდა და სითხეებსაც ვერ იღებდა. მიუხედავად ჩატარებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებისა, მდგომარეობა პროგრესირებდა და დაიგეგმა ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ექიმ ვეფხვაძესთან დედის კონსულტაციის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და ჩარევა საჭირო აღარ გახდა. მოზარდს დღემდე არ გამოვლენია გამეორებითი სიმპტომები.
პაატა ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ხშირად ფიქსირდება ვირუსული ინფექციები, რომელთა მიმდინარეობაც უჩვეულო სიმპტომატიკით, მაგალითად გახანგრძლივებული ცხელებით, ატიპური ლიმფადენოპათიით და მკვეთრი ლოკალური შეშუპებით იჩენს თავს.

ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება
პაატა ვეფხვაძე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში პაციენტებს კვირაში ოთხი დღის განმავლობაში, ამბულატორიულად ემსახურება, ხოლო ოთხშაბათობით თევდორე მღვდლის ცენტრალურ ფილიალში ამბულატორიულ პაციენტებთან ერთად ასევე კონსულტაციას უწევს სტაციონარში მოთავსებულ პაციენტებს.
დიაგნოსტიკური ბაზა და მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომა
თოდუას კლინიკის მიკრობიოლოგიის ლაბორატორია ინფექციური დაავადებების სიღრმისეულად შესწავლისა და ბაქტერიული ინფექციების ზუსტად იდენტიფიცირებისათვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება მედიკამენტური მკურნალობის ტიპის განსაზღვრა, რაც წარმატებული თერაპიის საფუძველია.
კლინიკაში მოქმედი კლინიკური და იმუნოლოგიური ლაბორატორია დამატებით უზრუნველყოფს დეტალურ იმუნურ კვლევებს — ეს საშუალებას იძლევა, ინფექციის ფონზე არსებული ორგანიზმის რეაქცია სწორად შეფასდეს და ინდივიდუალურად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა.

ლაბორატორიული მომსახურება და თერაპიული ჩარევები
თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი სრულად აღჭურვილია ინფუზიური თერაპიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. პაატა ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ მკურნალობა ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
კლინიკის ლაბორატორიის შესაძლებლობები მოიცავს სრულ სპექტრს: სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზებიდან დაწყებული, PCR და სეროლოგიური ტესტებით, ბაქტერიოლოგიური ნათესებით, ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური ანალიზებით დამთავრებული.
R