თეირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადებიდან მალევე, ირანმა ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
აშშ-სა და კატარის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ „მკაცრ რეაგირებას მოახდენდა“ ზავის ნებისმიერ დარღვევაზე.
ისრაელის ოფიციალური წარმოდგენილი აცხადებს, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებენ:
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტის ეიალ ზამირის განცხადებით, ირანის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, ისრაელი დარტყმას განახორციელებს.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით.
„პრემიერ-მინისტრთან კოორდინაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, გააგრძელონ ინტენსიური ოპერაცია თეირანზე დასარტყმელად და თეირანში რეჟიმის სამიზნეებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის მოსაშლელად“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა, თუმცა, ირანი შეაჩერებდა სამხედრო რეაგირებას, თუ ისრაელი ადგილობრივი დროით დილის 4:00 საათამდე ირანზე თავდასხმებს შეწყვეტდა.