ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
"ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მოგეხსნებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არამხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ასევე თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება და ასევე, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც. ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით, გადაიხდება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, ასევე შემადგენლობა. ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ლევან დავითაშვილი", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ გაწეული შრომისთვის ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა და მინისტრის თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა. მას დღემდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი, მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის პოსტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი, მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის პოსტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იხილეთ ასევე: