ავტორი:

რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები, დაზიანებულია მატარებელი, სკოლები და საბავშვო ბაღები

რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები, დაზიანებულია მატარებელი, სკოლები და საბავშვო ბაღები

რუსეთმა დღეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და „უკრზალიზნიცის“ მატარებელი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • „მტრის თავდასხმის გამო დნეპრში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, საერთო საცხოვრებელი, სპორტული დარბაზი, ადმინისტრაციული შენობა. დაზიანდა მატარებელი“, - აღნიშნა ლისაკმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დნეპრში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა სკოლები და საბავშვო ბაღები.