სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი, გარეგინ მეორე სახლში მიიწვია, რათა დაუმტკიცოს, რომ წინადაცვეთილი არ არის. შესაბამისი განცხადება ფაშინიანმა "ტელეგრამის" არხზე გამოაქვეყნა.
"კტრიჯ ნერსისიანის (გარეგინ II-ის სახელი) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მე, სავარაუდოდ, წინადაცვეთილი ვარ. მზად ვარ მივიღო კტრიჯ ნერსისიანი და მისი წარმომადგენელი და დავამტკიცო საპირისპირო“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="Nikol_Pashinyan_PM/2109" data-width="100%"></script>
ფაშინიანმა კვლავ მიმართა სომხურ ეკლესიას და მოითხოვა დაამტკიცონ, დაარღვია თუ არა პატრიარქმა დაუქორწინებლობის შესახებ აღთქმა.
მომდევნო დღეს ფაშინიანმა და მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ბრალდებები პატრიარქ გარეგინ II-ის წინააღმდეგ, სადაც მითითებული იყო, რომ მას დარღვეული აქვს აღთქმა დაუქორწინებლობის შესახებ
საპასუხოდ, საეკლესიო საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები "სამარცხვინო ანტიეკლესიური კამპანიის" წარმოებაში დაადანაშაულეს. საბჭოს განცხადებით, ეს სამოქალაქო დაპირისპირებას და სომხეთის ერთიანობის ნგრევას იწვევს. საბჭო დარწმუნებულია, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის კონსტიტუციური ნორმა დაარღვია და აზერბაიჯანის ინტერესებით მოქმედებს.