ავტორი:

ბრედ პიტისა და ტომ კრუზის შეხვედრა წითელ ხალიჩაზე - უბერებელი ვარსკვლავების ახალი ფოტოები

ბრედ პიტისა და ტომ კრუზის შეხვედრა წითელ ხალიჩაზე - უბერებელი ვარსკვლავების ახალი ფოტოები

ჰოლივუდის ვარსკვლავები, ტომ კრუზი და ბრედ პიტი ლონდონში, "F1"-ის პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. მსახიობებს ფილმში "Ford VS Ferrari“ ერთად უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო კინოსურათის გადაღება გადაიდო.

  • ტომისა და ბრედის მეგობრობა 3 ათწლეულზე უფრო მეტს ითვლის. მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ 1994 წელს, ნილ ჯორდანის ფილმის, "ინტერვიუ ვამპირთან“ გადაღებისას დაიწყო.

ამ თვის დასაწყისში, მექსიკაში "F1“-ის პრემიერაზე E! News-თან საუბრისას ბრედ პიტმა განაცხადა, რომ მას კვლავ კრუზთან ერთად თამაში სურდა, თუმცა დასძინა, რომ დიდად არ არის დაინტერესებული ექსტრემალური ტრიუკებით, რაც ტომ კრუზს ასე ძალიან უყვარს.

რა თქმა უნდა, ფანების მთავარი ინტერესის ობიექტი ბრედისა და ტომის ფოტოები გახდა - 62 წლის კრუზი და 61 წლის პიტი შთამბეჭდავ ფორმაში არიან და მომენტის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების სტატუსს დამსახურებულად ინარჩუნებენ.

ავტორი: ლაშა ლაშქარაშვილი