ავტორი:

გიორგი გახარია ბერლინში "სოციალ-დემოკრატიული პარტიის“  საერთაშორისო მდივანს შეხვდა

გიორგი გახარია ბერლინში "სოციალ-დემოკრატიული პარტიის“  საერთაშორისო მდივანს შეხვდა

პარტიის "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) საერთაშორისო მდივანს შეხვდა.

მისი თქმით, ფილიპ ფინკთან ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის საკითხი განიხილა.

„შევხვდი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ ფილიპ ფინკს, განვიხილეთ საქართველოსთან პარტიის სოლიდარობის გაღრმავებისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის საკითხი.

ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და პარტია „საქართველოსთვის“ შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ჩვენი პარტიის წინსვლაზე ევროპელი სოციალისტების პარტიაში", - აღნიშნავს გახარია X-ზე.