ავტორი:

კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის

კანადის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის

დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჰააგაში, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, კვლავ სურს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კანადის ანექსია და მისი აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ უპასუხა, რომ "არა, მას ეს არ სურს“.

"ის კანადით მოხიბლულია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას კანადა სურდა“, - განაცხადა მარკ კარნიმ.

ამასთან, მისი თქმით, დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომ ნატო-ს წევრები, მათ შორის კანადა, თავდაცვის ხარჯებს ზრდიან.

"ჩვენ ახლა ნატო-ს სამიტზე ვიმყოფებით. ის ორიენტირებულია იმაზე, რომ ალიანსის ყველა წევრმა, მათ შორის კანადამ, თავისი წილი დახარჯოს. ვფიქრობ, ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.