ავტორი:

რუსული სამხედრო გემი, რომელმაც ყალბი საიდენტიფიკაციო სიგნალი გამოიყენა, დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან გამოჩნდა - რას წერს BBC-ი?

რუსული სამხედრო გემი, რომელმაც  ყალბი საიდენტიფიკაციო სიგნალი გამოიყენა, დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან გამოჩნდა -  რას წერს BBC-ი?

BBC Verify-ის გამოძიების თანახმად, რუსულმა საბრძოლო გემმა, "ბოიკიმ“, შაბათს, ლა-მანშის გავლით ყალბი საიდენტიფიკაციო სიგნალი გამოიყენა.

"იგი ორ გემთან ერთად მიცურავდა, რომლებიც ცნობილია, როგორც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი - "ტანკერების ფლოტილია, რომელიც სანქცირებული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება".

ცნობილია, რომ გემი დასავლეთ აფრიკიდან ივნისში გავიდა, სადაც დიპლომატიურ მისიაში მონაწილეობდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ის გვინეის დედაქალაქ კონაკრიში დგას. მან პორტი ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის (AIS) გააქტიურების გარეშე დატოვა. როგორც წესი, ყველა გემმა უნდა გადასცეს თავისი იდენტიფიკაციის სიგნალი, მაგრამ სამხედრო გემები ხშირად ამის გარეშე დაცურავენ.

როგორც ანალიტიკოსმა და ბელგიის საზღვაო ფლოტის ყოფილმა ლეიტენანტმა ფრედერიკ ვან ლოკერენმა აღნიშნა, "ბოიკის“ ქმედებები რუსული სამხედრო გემისთვის უჩვეულო იყო.

"მოგვიანებით, "ბოიკის“ შეუერთდა ორი ნავთობტანკერი, "სიერა“ და "ნაქსოსი“, რომლებიც ინდოეთიდან სუეცის არხისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით მიცურავდნენ. ორივე გემი დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა. სამივე ხომალდი 20 ივნისს ლა-მანშის შესასვლელთან შეხვდა ერთმანეთს. აქ რუსული სამხედრო ხომალდი რადარსა და ოპტიკურ თანამგზავრულ სურათებზე ხელახლა გამოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ზომა და ფორმა "ბოიკის“ შეესაბამებოდა.

სამივე გემი ბალტიის ზღვისკენ გაემართა, სადაც "ბოიკი“, რომელიც კვლავ ყალბი AIS კოდით მიცურავდა, დანიაში, დაკიდებული ხიდის ქვეშ გავლისას შენიშნეს.

როგორც ჩანს, ეს ქმედება მიზნად ისახავს დიდი ბრიტანეთისა და ნატოს სხვა ქვეყნების შეკავებას გემის დაკავების მცდელობისგან. სამხედრო ესკორტის გამოჩენა ზრდის კონფრონტაციისა და შემდგომი ესკალაციის რისკს“, - განაცხადა დიმიტრი გორენბურგმა, საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA) უფროსმა მკვლევარმა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ სად მიემართებიან გემები, თუმცა სამივე მათგანი ბალტიის ზღვაში განაგრძობს მოძრაობას, რუსეთის მატერიკული ნაწილის პორტებისკენ ან პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარე რუსული ანკლავისკენ მიემართებოდეს.

წყარო