ავტორი:

39 წლის მამაკაცმა პარიზის დისნეილენდში საქორწინო ცერემონიის გასამართად 111 000 სტერლინგი გადაიხადა - აღმოჩნდა, რომ ის 9 წლის გოგონაზე გეგმავდა დაქორწინებას

39 წლის მამაკაცმა პარიზის დისნეილენდში საქორწინო ცერემონიის გასამართად 111 000 სტერლინგი გადაიხადა - აღმოჩნდა, რომ ის 9 წლის გოგონაზე გეგმავდა დაქორწინებას

MailOnline-ის ცნობით, მამაკაცი, რომელმაც პარიზის დისნეილენდში ცხრა წლის გოგონაზე დაქორწინება მოინდომა, ბრიტანელი მსჯავრდებული პედოფილია. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის ჯასკარნი ჯჰაჯიმი დისნეილენდში, "მძინარე მზეთუნახავის“ ზღაპრულ ციხესიმაგრეში საქორწინო ცერემონიის გასამართად 111 000 სტერლინგი გადაიხადა.

საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, მას ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და პირადობის მოპარვაში.

MailOnline-მა დაადასტურა, რომ ჯჰაჯის 2016 წელს 15 წლის გოგონაზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ის თავს ჰოლივუდის პროდიუსერად ასაღებდა, გოგონებს წვეულებაზე იტყუებდა და ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობდა.

გასული წლის ივლისში აილსუორტის სამეფო სასამართლომ 1500 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმა დააკისრა სექსუალური ძალადობის პრევენციის ორდერის დარღვევისთვის.

ამ კვირაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ასახულია ჯჰაჯისა და ცხრა წლის გოგონას სავარაუდო ქორწილი პარიზის მახლობლად. გაურკვეველია, თუ როგორ მისცეს დამნაშავეს ამის გაკეთების უფლება.

"Le Parisien“-ის ცნობით, პარკის თანამშრომლები შოკირებულები დარჩნენ, როცა "შეშინებული და დაბნეული“ ბავშვი ღონისძიებაზე საქორწინო კაბით მივიდა. DW-ს ცნობით, გოგონას დედამ, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული წარმოშობისაა, განაცხადა, რომ სურდა, მის ქალიშვილს ერთი დღით დისნეის პრინცესად ეგრძნო თავი. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა.

დაკავებულია ჯჰაჯიც, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ მისი მიზანი სოციალური მედიისთვის ვიდეოს გადაღება იყო.

წყარო