უკრაინაში მებრძოლ, სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძეს საქართველოში 28 ივნისს, 17:50 საათზე ჩამოასვენებენ.
ქართველ მებრძოლს თანამებრძოლებმა და ახლობლებმა უკრაინაში პატივი მიაგეს და მისი ცხედარი საქართველოში გამოაცილეს.


“უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა ღირსეულად გამოაცილეს სამშობლოში, გმირი ვანო ნადირაძე.
პატივი მივაგოთ.
28-ში 17:50 საათზე თბილისის აეროპორტი, ლასარეს ტერმინალი.
დიდება გმირებს!“ - ავრცელებს ინფორმაციას გურამ ღავთაძე.


უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების შესაძლო მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა თანამებრძოლებს აქვთ ეჭვი, რომ ის მოწამლეს.
ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
იხილეთ ასევე: