ავტორი:

შოთა არველაძე სამწვრთნელო საქმეს უბრუნდება - რა ხდება ცნობილი?

შოთა არველაძე სამწვრთნელო საქმეს უბრუნდება - რა ხდება ცნობილი?

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე თურქულ "ქასიმფაშას" გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას Radyospor-ის ჟურნალისტი სალიმ მანავი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბსა და არველაძეს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ქართველი სპეციალისტი კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს.

არველაძე თურქეთში ხვალ ჩაფრინდება და "ქასიმფაშასთან" ხელშეკრულებას გააფორმებს, შოთა ბურაქ ილმაზს შეცვლის.

"ქასიმფაშამ" გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 47 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.

ცნობისთვის, არველაძე თურქულ გუნდს 2012/2015 წლებში წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 91 მატჩიდან 33-ჯერ მოიგო, 28-ჯერ ფრედ ითამაშა, 30-ჯერ კი დამარცხდა.

sportall.ge