ავტორი:

ირანში "მოსადის აგენტობის“ ბრალდებით  5 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს - იგივე ბედი შესაძლოა 700-ზე მეტმა ადამიანმა გაიზიაროს

ირანში "მოსადის აგენტობის“ ბრალდებით  5 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს - იგივე ბედი შესაძლოა 700-ზე მეტმა ადამიანმა გაიზიაროს

ირან-ისრაელის ომის დაწყებიდან ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ირანში 700 მეტი ადამიანია დაკავებული, აქედან 5 ადამიანი "მოსადის აგენტობის“ ბრალდებით ირანის ხელისუფლებამ უკვე ჩამოახრჩო.

სააგენტო "მიზანმა“, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემის შესახებ სიახლეებზე სპეციალიზდება, სიკვდილით დასჯილი სამი პირის სახელი გამოაქვეყნა, ესენი არიან: იდრის ალი, აზად შოჯაი და რასულ აჰმად რასული.

კიდევ ორი ​​ადამიანი, მოჰამედ-ამინ მაჰდავი შაისტეჰი და მაჯიდ მოსაიბი, გასულ კვირას და ორშაბათს დასაჯეს სიკვდილით.

არ არის გამორიცხული, დაპატიმრებულებიდან უმეტესობამ მათი ბედი გაიზიაროს.

თეირანი რეგულარულად აპატიმრებს და სიკვდილით სჯის უცხოური სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილებს.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა 13 ივნისს ირანის ბირთვულ ობიექტებზე პირველი დარტყმა განახორციელა, თეირანმა "მტერთან თანამშრომლობაში“ ეჭვმიტანილ ყველა ადამიანს სწრაფ გასამართლება დაჰპირდა.

დაპატიმრებების მასშტაბები - დაახლოებით 700 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორ კვირაზე ნაკლებ დროში - იმაზე მიუთითებს, რომ დაზვერვის სამსახურების გარდა, "მოსადის" აგენტების მოსაძებნად ყველა შესაძლო ძალაა მობილიზებული, მათ შორის მოხალისეთა ისეთი პარამილიტარული ჯგუფები, როგორიც არის ფორმირება ‘ბასიჯია“, რომელიც თეირანში მოქმედებს, დაპატიმრებულთა უმეტესი ნაწილი ირანის და ავღანეთის მოქალაქეებია.

მიუხედევად ამისა, როგორც ჩანს, სადაზვერვო ინფორმაცია კვლავ შეუფერხებლად გაედინება ირანიდან ისრაელში. ორშაბათს, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ "ბასიჯის“ მილიციის შტაბ-ბინა დაბომბეს.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ირანის ქალაქების ქუჩებში რეჟიმისადმი ერთგული მოხალისე რაზმების დაბრუნება ძალიან მოგვაგონებს იმ სურათს, რაც ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველ წლებში იყო.