კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან, ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
“არა, არა. უბრალოდ მინდოდა გამეგო როგორ არის. ის რეალურად ძალიან სასიამოვნო იყო. ზოგჯერ ცოტათი რთული პერიოდები გვქონდა. ძალიან სასიამოვნო იყო…
შეხვედრიდან რაც გამოვიტანე - რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო - მას ამის [ომის] დასრულება სურს. ვფიქრობ, კარგი დროა დასასრულებლად.
კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან და ბევრი კარგი შეხვედრა მქონდა ბევრ კარგ ადამიანთან, დიად ლიდერებთან. ის მამაც ბრძოლაში იბრძვის, ეს რთული ბრძოლაა”, - განაცხადა ტრამპმა.