ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი სირიაში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა
როგორც "აფსნიპრესი" წერს, მათ დახვდათ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სირიაში, მუჰამედ ალი, ასევე დახვდნენ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტისა და ევროპის დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ჰასან ალ-შაიბანისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან გაიწვიეს. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა. აფხაზეთის ე.წ. საელჩო დამასკოში 2020 წელს გაიხსნა.