"ვიცი, რომ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს, ეს არეულობაა მისთვის", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში მედიას განუცხადა.
“ვიცი, რომ შეთანხმების მიღწევა სურს [პუტინს], აქედან გამოსვლა უნდა, ეს არეულობაა მისთვის…
მას პიროვნებად განვიხილავ, რომელიც, ჩემი აზრით, შეცდომაში შეჰყავთ. ძალიან გაკვირვებული ვარ რეალურად. მეგონა, ამას მარტივად მოვაგვარებდით…
მაგრამ დამირეკა. როგორც იცით, ისინი ახლოს არიან ირანთან, ჩვენი დახმარება უნდოდა ირანთან დაკავშირებით და ვუთხარი: “არა, არა, შენთან შეთანხმებაში დამეხმარე, რუსეთთან”, - განაცხადა ტრამპმა.