ჰააგაში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. პრეზიდენტები მიერ განხილული საკითხების გარდა, საზოგადოების ყურადღება ზელენსკის შეცვლილმა ჩაცმის სტილმა მიიპყრო.
ზელენსკის ეს სტილი ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ირონიული კომენტარების მიზეზი გახდა გასულ თებერვალში უკრაინის პრეზიდენტის თეთრ სახლში ვიზიტის დროს.
როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაწილობრივ გაითვალისწინა ტრამპის დამოკიდებულება და ჰააგაში ოფიციალური სტილის სამოსით შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს.
Fox News-ის ჟურნალისტმა ამ თემაზე გაიხუმრა კიდეც:
“თუ პრეზიდენტი ტრამპი დღეს საღამოს ვახშამზე ზელენსკის შეხვდება, შესაძლოა, ვერც კი იცნოს", - თქვა რეპორტიორმა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამდე.