ავტორი:

ნაპოვნია 10 გარდაცვლილი და 15 დაშავებული - მეწყერი კოლუმბიაში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება: ფოტოები ადგილიდან

ნაპოვნია 10 გარდაცვლილი და 15 დაშავებული - მეწყერი კოლუმბიაში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება: ფოტოები ადგილიდან

კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეწყრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას ანტიოკიას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს.

გუბერნატორმა ანდრეს ჯულიანმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მეწყერი ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

სტიქიის გამო, აუცილებელი გახდა რეგიონში მცხოვრები 1 300-ზე მეტი ადამიანის თავშესაფარში გადაყვანა.

წყარო