ავტორი:

რა განაცხადა თიკა რუხაძემ ანდრო ჭიჭინაძეზე და რას პასუხობს მას მსახიობის დედა - “არ გაბედო ანდროს ხსენება, ბანდიტო, კორუმპირებულო, ხარბო "მინისტრო"

რა განაცხადა თიკა რუხაძემ ანდრო ჭიჭინაძეზე და რას პასუხობს მას მსახიობის დედა - “არ გაბედო ანდროს ხსენება, ბანდიტო, კორუმპირებულო, ხარბო "მინისტრო"

"არ გაბედო ანდროს ხსენება! ბანდიტო კორუმპირებულო ხარბო "მინისტრო"!“ - ასე პასუხობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს, თიკა რუხაძეს.

  • თინათინ რუხაძემ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემა "დღის თემაში" ისაუბრა. მისი თქმით, კანონი არის უზენაესი და ვიდრე არ იქნება ცნობილი, რა დადგენილებას გამოიტანს სასამართლო, მას არ აქვს უფლება, ამ პროცესში ჩაერიოს.

"რას ელოდებით ახლა, ვიტყვი, რომ ვიცნობ? ვიცნობ. ვიტყვი, რომ ანდრო კარგი ახალგაზრდაა? კი ბატონო, ძალიან სიმპათიური, კარგი ახალგაზრდაა. ვიტყვი, რომ არცერთი ადამიანი ციხისთვის არავის არ ემეტება, არც ახალგაზრდა და არც ძველგაზრდა. აი, ეს არის ჩემი პოზიცია ადამიანურად.

როგორც მინისტრი, გეტყვით, რომ კანონი არის უზენაესი და ვიდრე არ იქნება ცნობილი, რა დადგენილებას გამოიტანს სასამართლო, მე არ მაქვს უფლება, ამ პროცესში ჩავერიო. არ ვარ იურისტი და არ ვიცი, ახლა როგორ უნდა გელაპარაკოთ ამ თეზებით, რაც არ არის ჩემი სფერო. ჰკითხეთ იურისტებს და ჰკითხეთ სასამართლოს სპეციალისტებს. შემიძლია, ადამიანურად გითხრათ, რომ, კი ბატონო, ძალიან რთულია.

ძალიან ცუდია, რომ ამ ქვეყანაში მერამდენე გადატრიალების მცდელობას ვუყურებთ; ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი კეთდება ახალგაზრდების ხელით, იმიტომ, რომ ახალგაზრდები არიან ყველაზე დიდი ბედნიერება და საგანძური, რაც შეიძლება გვქონდეს, ჩვენი მომავალია. ძალიან კარგად ვიცი, რომ ემოციებზე გადის ეს ყველაფერი და ადვილად სამართავად ჩათვალეს ეს გულანთებული ახალგაზრდები. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს აბსოლუტურად უცხოური ჩარევაა და თავზე მოხვეულია“, - განაცხადა რუხაძემ ტელეწამყვანის საპასუხოდ.

  • აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში უპასუხა მსახიობის დედამ ლიკა გუნცაძემ:

“არ გაბედო ანდროს ხსენება! ბანდიტო, კორუმპირებულო, ხარბო "მინისტრო", მოვა შენი დროც! ქოცო! მართლა თქვე ქვეყნის გადამტრიალებლებო! მოღალატეებო!

არ გაბედო ჩემი შვილის ხსენება! და არცერთი ბიჭის რომელიც თქვენ, ჯალათებმა გამოკეტეთ ციხეში!

მოგეკითხებათ, აი, ნახავთ სულ მალე გაგებინებთ პასუხს!" - წერს გუნცაძე.

იხილეთ ასევე: