ავტორი:

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ - მედია 10-წლიანი თანაცხოვრების დასრულების მიზეზებზე წერს

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ - მედია 10-წლიანი თანაცხოვრების დასრულების მიზეზებზე წერს

მედიის ინფორმაციით, მომღერალი კეტი პერი და მსახიობი ორლანდო ბლუმი თითქმის 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.

"კეტი და ორლანდო დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს“, - განუცხადა წყვილთან დაახლოებულმა წყარომ Us Weekly-ს ოთხშაბათს.

ინსაიდერის თქმით, წყვილის ურთიერთობა "თვეების განმავლობაში დაძაბული იყო“, ამიტომ დაშორება არავის გაჰკვირვებია. ამბობენ იმასაც, რომ უთანხმოება პერის კოსმოსში ხანმოკლე მოგზაურობამაც გამოიწვია. კიდევ ერთ მიზეზად პერის ახალი ალბომის კრიტიკაც დასახელდა.

"კეტი ძალიან იმედგაცრუებული იყო ახალი ალბომის კრიტიკის შემდეგ. ამან ის სტრესში ჩააგდო. ორლანდო გაგებით მოეკიდა, მაგრამ გარკვეული დაძაბულობა მაინც გაჩნდა“, - განუცხადა წყარომ გამოცემა pagesix-ს.

დაშორების შესახებ ოფიციალური კომენტარი წყვილს არ გაუკეთებია.

40 წლის პერი და 48 წლის ბლუმი პირველად 2016 წელს, "ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე შეხვდნენ. წყვილს 4 წლის ქალიშვილი დეიზი დავი ჰყავს.

წყარო