2025 წლის 14-20 ივლისს გერმანიაში ინფორმატიკაში ევროპის გოგოების მეექვსე ოლიმპიადა (EGOI 2025) გაიმართება, სადაც საქართველო მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ოთხი სკოლის მოსწავლე წარდგება.
გოგოების ეროვნული ნაკრები გერმანიაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა (BTU) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) მხარდაჭერით გაემგზავრება.
EGOI ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ოლიმპიადაა ინფორმატიკაში. მისი მიზანი ტექნოლოგიებით დაინტერესებული, 20 წლამდე ასაკის, ნიჭიერი გოგოებისთვის ევროპის მასშტაბით გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო კონკურენციისა და კარიერული განვითარების პლატფორმის შექმნაა.
საქართველომ EGOI-ში მონაწილეობა 2022 წლიდან დაიწყო და უკვე მოპოვებული აქვს 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. წელს ნაკრების შემადგენლობაში შედიან:
ოლიმპიადაში მონაწილეობა არა მხოლოდ წარმოაჩენს საქართველოს ინტელექტუალურ პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ხელს უწყობს გოგოების მეტ ჩართულობას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში – სფეროში, სადაც გენდერული ბალანსი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
ინფორმატიკაში საქართველოს გოგოების ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს, რომელსაც დანიის მთავრობა აფინანსებს.
R