ავტორი:

"თავხედმა, რომელმაც დედა ეკლესია შებილწა, ის უნდა დატოვოს, თუ ნებაყოფლობით არ დატოვებს, მრევლი გაიყვანს მას, ქრისტიანული წესით" - ნიკოლ ფაშინიანი გარეგინ II-ზე

"თავხედმა, რომელმაც დედა ეკლესია შებილწა, ის უნდა დატოვოს, თუ ნებაყოფლობით არ დატოვებს, მრევლი გაიყვანს მას, ქრისტიანული წესით" - ნიკოლ ფაშინიანი გარეგინ II-ზე

რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც ღვთისმოსაობის აღთქმა დაარღვია და იესო ქრისტეს უღალატა, ისაუბროს სამართალსა და სანდოობაზე? , - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

  • მისი თქმით, გარეგინ II დიდი საყდარი უნდა დატოვოს.

“ამ ჯგუფს დედა საყდრის სახელით საუბრის უფლება არ აქვს. თავხედმა [გარეგინ II], რომელმაც დედა ეკლესია შებილწა, ის უნდა დატოვოს. თუ ნებაყოფლობით არ დატოვებს, სომხური სამოციქულო ეკლესიის მორწმუნე მრევლი გაიყვანს მას, ქრისტიანული წესით. დიდება საყდარს!”, - წერს ფაშინიანი.