ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ვონსანის კურორტი გახსნა, რომელიც პანდემიის გამო, თავდაპირველ ვადასთან შედარებით, ექვსი წლით გვიან აშენდა.
ინფორმაციას კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო (KCNA) ავრცელებს.
კურორტს 20 000-მდე ადამიანის განთავსება შეუძლია. ის სანაპირო ზოლის ოთხკილომეტრიან მონაკვეთს უკავია და სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებსა და აკვაპარკს მოიცავს. დაბალბიუჯეტიან მცირე შენობებთან ერთად VIP-კოტეჯები და სასტუმროები ფოიეში თეთრი როიალებით, საცურაო აუზებითა და ხელოვნური ტბებით არის განთავსებული.
აღნიშნულ რეგიონში ჩრდილოეთ კორეის ელიტა ცხოვრობს.
კურორტის ნაკლი ახლომდებარე სარაკეტო საცდელი პოლიგონია, სადაც ადრე იარაღს სცდიდნენ. კურორტის მიზანი რეგიონის წარსულზე წარმოდგენის შეცვლაა... წაიკითხეთ ვრცლად