“როდესაც ბლეიზ მეტრეველი MI6-ის მომავალ ხელმძღვანელად გამოცხადდა, აშკარა გახდა, რომ ის დიდი ხანია უმაღლესი თანამდებობისთვის ემზადებოდა. ქალბატონს, რომელიც სააგენტოს 116-წლიან ისტორიაში პირველი ქალი დაზვერვის უფროსი უნდა გამხდარიყო, ყველა საჭირო უნარი ჰქონდა.
ძალიან ჭკვიანი, ქალბატონი მეტრეველი მრავალენოვან ოჯახში გაიზარდა და კემბრიჯში წარმატებული სტუდენტი იყო, სადაც პემბროკის კოლეჯში ანთროპოლოგიას სწავლობდა. ის 1997 წლის ქალთა ნავების რბოლაში გამარჯვებული ეკიპაჟის წევრი იყო სანამ კოლეჯს დაამთავრებდა და შემდეგ... გაუჩინარდებოდა...“ - ამის შესახებ Dailymail თავის საგამოძიებო სტატიაში წერს და დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მომავალი ხელმძღვანელის შესახებ საინტერესო ფაქტებს ასაჯაროებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბლეიზ მეტრეველის სახელი არც ონლაინ სივრცეში იძებნება და მის სახელსაც მხოლოდ "ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში დამსახურებისთვის“ ჯილდოების მიღებისას ახსენებდნენ.
“როდესაც ამ თვის დასაწყისში მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რაც მასთან დაკავშირებულმა პირებმა თქვეს, იყო ის, რომ ჯერ კიდევ უყვარდა ნიჩბოსნობა,“ - წერს გამოცემა.
“როგორც ჩანს, MI6-მა თავისი საქმე გააკეთა. ლეგენდარულმა სამსახურმა წარმატებით შეძლო მეტრეველის შესანიშნავი ორმაგი ცხოვრების შესახებ ყველაფრის დამალვა.
“მაგრამ არსებობს ერთი რამ, რისი კონტროლიც არც მას და არც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სადაზვერვო სააგენტოს არ შეეძლო - მისი ოჯახი...“ - წერია საგამოძიებო სტატიაში.
“ქალბატონი მეტრეველის ბაბუა იყო უკრაინელი კონსტანტინე დობროვოლსკი, რომელსაც “ყასაბს“ უწოდებდნენ. ის წითელი არმიიდან გადავიდა მოწინააღმდეგის ბანაკში და მათი მთავარი ინფორმატორი გახდა უკრაინაში, ჩერნიგოვის რეგიონში.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მეტრეველი არასოდეს შეხვედრია ბაბუას, მისი ისტორია მაინც უხერხულ ჩრდილს აყენებს მეტრეველის უნაკლო კარიერას MI5-ში, MI6-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროში", - წერია სტატიაში.
"აგენტი №30“-ის სახელით ცნობილმა ჯაშუშმა მას შემდეგ გადაწყვიტა რუსების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მათ მისი დიდგვაროვანი მიწათმფლობელი ოჯახი გაანადგურეს და მამულები გაძარცვეს.
არქივში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ დააწესა საბჭოთა კავშირმა 50 000 რუბლის ოდენობის ჯილდო დობროვოლსკიზე. ფაილებში ასევე მოიპოვება ბლეიზ მეტრეველის ბაბუის ხელით დაწერილი წერილები ნაცისტი უფროსებისადმი.
“დობროვოლსკი გერმანელი მეთაურების წინაშე ამაყობდა "ებრაელების განადგურებაში პირადად მონაწილეობით“ და ასობით უკრაინელი წინააღმდეგობის მებრძოლის მკვლელობით. არსებობს ცნობები იმის შესახებაც კი, თუ როგორ ძარცვავდა ის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ცხედრებს და იცინოდა ქალ პატიმრებზე სექსუალურ ძალადობაზე,“ - წერს გამოცემა.
კარიერულ მიღწევებს შორის, ცნობილი ხდება, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაზვერვის აგენტი. MI6-ის სახიფათო ოპერაციებში ორი ათწლეულის განმავლობაში წარმატებულად მოღვაწეობდა და ემსახურებოდა თავის ქვეყანას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
შემდეგ ის MI5-ში - დიდი ბრიტანეთის შიდა კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოში, უფროს თანამდებობაზე გადავიდა.
“საქართველოს დედაქალაქ, თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის პროფესორმა, ბექა კობახიძემ, რომელიც მეტრეველების გენეალოგიური ხის გამოკვლევაში დაგვეხმარა, განაცხადა, რომ მხოლოდ დროის საკითხია, როდის იპოვის კრემლი სიმართლეს - თუ უკვე არ იციან,“ - წერს გამოცემა და ბექა კობახიძის სიტყვებს ციტირებს.
"როგორც ისტორიკოსი და მკვლევარი ქვეყნიდან, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის რუსულ პროპაგანდას, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს კრემლის პროპაგანდისტების საყვარელი სასაუბრო თემა გახდება მომავალი წლების განმავლობაში.
რა თქმა უნდა, ბავშვები არ უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი მამების, ან ბებია-ბაბუების ცოდვებზე“, - თქვა მან.
“ქალბატონი მეტრეველის მამა, კონსტანტინე მეტრეველი, ბრიტანელი სამხედრო ვეტერანი და ცნობილი რადიოლოგია, რომელმაც ბელიზი ჰონგ-კონგში გაზარდა.
კონსტანტინე მეტრეველი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ჟურნალ London Gazette-ში, 1966 წელს, მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და წერია: "დობროვოლსკი, კონსტანტინე (ცნობილი როგორც კონსტანტინე მეტრეველი); გაურკვეველი ეროვნების“.
დოკუმენტებში ასახულია, რომ ბლეიზ მეტრეველის მამა, კონსტანტინე უმცროსი მეტრეველი დაიბადა 1943 წლის 1 იანვარს, უკრაინაში, კერძოდ სნოვსკში, მშობლების - კონსტანტინ დობროვოლსკის და ბარბარა მეტრეველის, ადრე ბარბარა დობროვოლსკას ოჯახში.
შემდგომმა ძიებებმა აჩვენა, რომ მეტრეველი იყო კონსტანტინეს მამინაცვლის, დევიდ მეტრეველის გვარი, რომელიც 1947 წელს იორკშირში დაქორწინდა მის ბარბარა დობროვოლსკაზე.
დროთა განმავლობაში, მეტრეველის გვარი მის შვილებს გადაეცა, მათ შორის ბლეიზ მეტრეველსაც.
იხილეთ ასევე: