ავტორი:

КГБ-სთან თანამშრომლობა და კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა - რას აცხადებს აშშ-ის სასაზღვრო პატრული საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ამერიკაში დააკავეს?

КГБ-სთან თანამშრომლობა და კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა - რას აცხადებს აშშ-ის სასაზღვრო პატრული საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ამერიკაში დააკავეს?

ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პატრულის ინფორმაციით, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, მამაკაცი, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საშიშია.

  • US Border Patrol-ის ინფორმაციით, მამაკაცი აშშ-ში 2023 წელს შევიდა და თავშესაფარი მოითხოვა. თუმცა, ის სავარაუდოდ, მძიმე კრიმინალური წარსულისგან გაქცევას ცდილობდა.

მამაკაცი ახლა ბრუკლინში, ICE-ის მეურვეობის ქვეშ იმყოფება.

გამოძიების ინფორმაციით, მას წარსულში ბრალი აქვს წაყენებული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა - კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა, ადამიანების უკანონოდ გადაყვანა საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე, თანამშრომლობა რუსეთის უშიშროების სამსახურთან (კგბ).

2024 წლის თებერვალში აშშ-ში, წვრილმანი ქურდობისთვის დააკავეს და ბრალად ედება მოპარული ნივთების ფლობა.

ICE-ის წარმომადგენლების განცხადებით, ამჟამად მამაკაცის დეპორტაციის პროცედურა მიმდინარეობს.