"იმ მაკაკებმა რომლებიც ხიდან ვერაფრით ჩამოდიან და თავს რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ, დილეგში ჩასვეს გიორგი ვაშაძე", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"იმ მაკაკებმა რომლებიც ხიდან ვერაფრით ჩამოდიან და თავს რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ, დილეგში ჩასვეს გიორგი ვაშაძე.
გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოში, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დანერგა სახელმწიფო სერვისების სრულიად ახალი სისტემა და მას იქ დიდ პატივს სცემენ.
რა თქმა უნდა, მაიმუნის ჯიშის ველურებს ყველა ცივილიზებული წარმატებული ადამიანი აღიზიანებთ და გიორგიზეც ამიტომ იძიეს შური.
არა უშავს, ცოტა ხნით დარჩათ ბოგინი, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, პროვინციული ტირანების დრო მთავრდება!" - წერს სააკაშვილი.