სომხეთის უსაფრთხოების სამსახური ეჩმიაძინში "სპეციალურ ოპერაციას“ ატარებს.
ტაძართან შეკრებილ მრევლს მიმართა პატრიარქმა გარეგინ II-მ და განაცხადა, რომ აჯაპაჰიანი, რომელიც მის გვერდით იმყოფება, სამართალდამცავებს ჩაბარდება.
შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს, სომხეთში დააკავეს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, ანტისამთავრობო მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ხელმძღვანელი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.