დევიდ ბექჰემს ძველმა ტრავმამ ტავი შეახსენა. ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს ახლახან ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ვიქტორია ბეკჰემმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
საქმე ეხება მაჯაზე გაკეთებულ ოპერაციას - როგორც ცნობილია ამ ადგილას ფეხბურთელმა 2003 წელს მოიტეხა ხელი, სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგური მატჩის დროს.
ირკვევა, რომ როგორც ბოლოდროინდელმა რენტგენმა აჩვენა, წარსულში გამოყენებული ხრახნი, რომელიც უნდა დაშლილიყო, სინამდვილეში დევიდის წინამხარში იყო ჩასმული.
"დევიდი წლების განმავლობაში ტკივილს განიცდიდა. ყურადღებას არ აქცევდა, სანამ ბოლო თვეებში ეს აუტანელი არ გახდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ვიქტორია მასთან იმყოფება. ის შესანიშნავ ხასიათზეა", - განუცხადა ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ ბრიტანულ "ტელეგრაფს".