ავტორი:

ეპოქის დასასრული - ანა ვინტური ამერიკული Vogue-ს მთავარი რედაქტორის პოზიციას ტოვებს

ეპოქის დასასრული - ანა ვინტური ამერიკული Vogue-ს მთავარი რედაქტორის პოზიციას ტოვებს

ანა ვინტური 37 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს.

  • მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვინტური დარჩება ჟურნალის მფლობელი კონგლომერატის, Condé Nast-ის კონტენტის ოფიცრისა და Vogue-ის გლობალური სარედაქციო დირექტორის პოზიციებზე.

ვინტურმა ხუთშაბათს თანამშრომლებს განუცხადა, რომ ამერიკულ Vogue-ში ახალი თანამდებობა - სარედაქციო კონტენტის ხელმძღვანელი - შეიქმნებოდა.

ანა ვინტური Vogue-ს 1988 წლიდან ხელმძღვანელობს. 37-წლიანი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში ანა ვინტურმა მოდის ინდუსტრიის კარი არაერთ ტალანტს გაუღო, მათ შორის, ჯონ გალიანოს, ალექსანდრ მაკქუინს, მარკ ჯეიკობსს, პროენზა სქულერს და სხვებს.

რედაქტორობის გარდა, იგი ასევე ორგანიზებას უწევს Met Gala-ს, მოდის ინდუსტრიაში მთავარ საქველმოქმედო ღონისძიებას,

წყარო